„დიდი შვიდეულის“ შეხვედრა

26 ივნისი 2022, 17:49 831 ნახვა

გერმანიაში მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყნების ლიდერები არიან შეკრებილნი, სადაც დიდი შვიდეულის რიგით 48-ე  სამიტი მიმდინარეობს.  

შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ენერგეტიკის დეფიციტზე, კლიმატის ცვლილებებსა და სასურსათო კრიზისზე იმსჯელეს. სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს. ლიდერები რუსეთისთვის შეზღუდვების გამკაცრებაზეც ისაუბრებენ.

გარდა ამისა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდებიან. სამიტის დაწყებამდე ჯო ბაიდენს გერმანიის კანცლერი შეხვდა. ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინს იმედი, ჰქონდა, რომ როგორღაც ნატო-სა და დიდი შვიდეულის დაყოფას შეძლებდა, განაცხადა, რომ  ნატო-მ და „დიდმა შვიდეულმა“ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ.

სამიტზე შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა და უფრო მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ.

კიევის დაბომბვის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს რუსეთის მეტი სანქცირებისკენ და უკრაინისთვის  მძიმე იარაღის გადაცემისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში