სამეცნიერო პიკნიკი

05 ივლისი 2022, 18:30 1220 ნახვა

შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - ბათუმში სამეცნიერო ღონისძიება მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა შავი ზღვისა და რეგიონის კვლევების ამსახველი სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები წარადგინეს. მოეწყო საგამოფენო სივრცე, ჩატარდა ვიქტორინები და სახალისო აქტივობები მოსწავლეებისათვის. სამეცნიერო პიკნიკის მიზანი, ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-ისტორიული მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა და მათი საზოგადოებისათვის გაზიარებაა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს განათლების სამინისტროა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში