ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა

07 ივლისი 2022, 15:50 816 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ჯონსონის მიმართვიდან გახდა ცნობილი. 

ბორის ჯონსონი ტოვებს  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობასაც.

„ნათელია, რომ პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის მიერ პოსტის დატოვებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ჯონსონის მთავრობაში მუშაობაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში