ბორელი - ევროკავშირი არ აღიარებს პასპორტებს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინელებს დაურიგებს

14 ივლისი 2022, 11:00 838 ნახვა

ევროკავშირი გმობს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსული პასპორტების დარიგების გამარტივების შესახებ და ამ დოკუმენტებს არ აღიარებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რუსეთის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას ყველა უკრაინელისთვის, არის უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უკანონო ომთან“, - აღნიშნა ბორელმა.

11 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის  მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში