ხანძარი ევროპაში 

17 ივლისი 2022, 14:09 871 ნახვა

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, რის გამოც ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.  მეხანძრეები სტიქიას საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის სხვადასხვა ნაწილში ებრძვიან.

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ჟირონდას რეგიონში, 12000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც ძლიერმა ქარმა ფიჭვის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მცდელობები ჩაშალა. ხანძარია ბორდოს სამხრეთითაც. უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეულ სტიქიას მეხანძრეები ესპანეთშიც ებრძვიან. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 46 გრადუსამდეა.

ქვეყნის სამხრეთით, კოსტა დელ სოლთან ახლოს გაჩენილი დიდი ხანძრის გამო, სახლებიდან 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრებს ებრძვიან პორტუგალიაშიც, სადაც ასევე ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7-დან 13 ივლისამდე პერიოდში, პორტუგალიაში სიცხემ 238 ადამიანი იმსხვერპლა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, ამ კვირაშიც გაგრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი