ბათუმის სპორტულმა ცენტრმა სასწავლო პროცესი განაახლა

12 ოქტომბერი 2022, 19:51 1069 ნახვა

ბათუმის სპორტულ ცენტრში განახლდა სასწავლო პროცესი ფიგურულ ციგურაობასა და ყინულის ჰოკეიში. მოწესრიგდა და განახლდა ინფრასტრუქტურა, ასევე ყინულის მოედანი. ჰოკეისტებისთვის და მოციგურავეებისთვის ცენტრმა ახალი, საჭირო ინვენტარი შეიძინა, რათა სტანდარტების შესაბამისად მოხდეს სწავლება. ბათუმის სპორტული ცენტრის ახალი დირექტორი აცხადებს, რომ მათი მიზანი ზამთრის ამ  სახეობების პოპულარიზაცია და მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში