თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა - უცხოური მედია

21 ნოემბერი 2022, 10:23 617 ნახვა

თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან სირიის არმიის ჯარისკაცები, ქურთი მებრძოლები და ერთი ჟურნალისტი - ამის შესახებ ინფორმაციას, სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლად დაწყებული ოპერაციის ფარგლებში ქურთისტანის რეგიონსა და როჟავაში 89 სამიზნე დაიბომბა.

თურქეთის ხელისუფლება, სტამბოლში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში