უკრაინამ გაზაფხულზე გამარჯვებისკენ წინსვლა უნდა უზრუნველყოს-ზელენსკი

16 თებერვალი 2023, 13:03 367 ნახვა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გამარჯვებას გაზაფხულზე ელოდება, რადგან მისი თქმით,  ნატო უკრაინას  სამხედრო აღჭურვილობის გაძლიერებას დაჰპირდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები აგრძელებენ 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა განაცხადა,  რომ ალიანსის ქვეყნები „კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ.  უკრაინამ დასავლეთის ქვეყნებიდან მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო. გასული წლის თებერვალში კონფლიქტის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თავდაცვის მიზნით დახმარების სახით  27  მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო. რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში  თავდასხმები გააძლიერა და მისი შეჭრის პირველი წლისთავისთვის  ახალი დიდი შეტევისთვის ემზადება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში