უკრაინელი ქალების და გოგონების ინტეგრირება და გაძლიერება - პროექტი

13 მაისი 2023, 14:16 636 ნახვა

“უკრაინელი ქალებისა და გოგონების ინტეგრირება და გაძლიერება“ _ ამ მიზნით და იდეით ბათუმში ახალი პროექტი დაიწყო. პირველი შეკრება ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

სპეციალისტების ჩართულობით არტ და ფსიქოთერაპიები ჩატარდა. დაგეგმილია გასვლითი ტურებიც, ასევე ქართული სამზარეულოს მასტერკლასები და ისტორიის გაცნობა. 

პროექტი ამერიკის საელჩოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

პროგრამა “სონიასნიკის“ ფარგლებში ორი საინიციატივო ჯგუფი დაფინანსდა. ისინი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში 60-მდე უკრაინელ ქალს სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ, რომლის მთავარი მიზანიც მათი მხარდაჭერა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებაა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში