კანადაში მასშტაბური ტყის ხანძარია

08 ივნისი 2023, 11:01 571 ნახვა

კანადაში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული. სტიქიამ ყველაზე მეტად კვებეკის პროვინცია დააზარალა. კვებეკის პროვინციიდან 12 ათასი  ადამიანია ევაკუირებული. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში ხანძრის ერთდროულად 150 კერაა, თუმცა მხოლოდ 40 კერის წინააღმდეგ ახერხებენ ახლა  ბრძოლას.  მისი თქმით, ცეცხლს  520 მეხანძრე ებრძვის.

მომდევნო რამდენიმე დღეებში მათ კიდევ 500 მეხანძრე შეუერთდება აშშ-დან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და მექსიკიდან. კანადაში ამ დროისთვის 3,3 მილიონი ჰექტარი უკვე დაიწვა, რაც დაახლოებით 130-ჯერ აღემატება ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელს. 120 ათასზე  მეტი ადამიანი კი იძულებულია, დროებით დატოვოს საკუთარი სახლი.

კანადაში ტყის ხანძრისგან გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ იორკისა და ფილადელფიის აეროპორტებში ფრენები გადაიდო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში