ლოს-ანჯელესში ავიაკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა

09 ივლისი 2023, 10:10 447 ნახვა

ლოს-ანჯელესში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 6-ვე პირი დაიღუპა. კორპორაციული თვითმფრინავი, რომელიც  ლას-ვეგასიდან მოფრინავდა ლოს-ანჯელესის აეროპორტთან ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა მგზავრების გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ამ დრომდე უცნობია რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში