პუტინის ომი უკრაინაში

03 სექტემბერი 2023, 11:02 486 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებებ გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ვუგლედარი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა.

როგორც დონეცკის ოლქის პროკურატურა ამბობს, დაღუპულებს შორის 43 წლის კაცი და მისი 42 წლის მეუღლე იყვნენ. მათივე ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დარტყმა საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელდა. აფეთქებებმა საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელის ნაწილი გაანადგურა, დაზიანდა ჭერი, ფანჯრები და აივნები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში