მათემატიკოსთა კავშირის XIII საერთაშორისო კონფერენცია

04 სექტემბერი 2023, 11:19 1062 ნახვა

მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა ბათუმში. კონფერენციის ფარგლებში,  4-დან 9 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 სექცია იმუშავებს, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მოხსენებებს წარადგენენ  მათემატიკური კვლევებისა და სამეცნიერო მიღწევების შესახებ.  

ორგანიზატორების განცხადებით, საუკეთესო ნაშრომები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება. 

კონფერენციაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების 200-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.  კონფერენცია ტრადიციულია და წელს მეცამეტედ იმართება.  ორგანიზატორი საქართველოს მათემატიკოსთა კავშირია.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში