მექსიკაში ავტოკატასტროფამ 10 კუბელი მიგრანტი იმსხვერპლა 

02 ოქტომბერი 2023, 11:08 529 ნახვა

10 კუბელი მიგრანტი დაიღუპა და 17  მძიმედ დაშავდა მექსიკის სამხრეთ ჩიაპასის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.  მექსიკის მიგრაციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ფორდის ტიპის სატვირთო ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. 

მიგრანტებთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევები იშვიათი არ არის მექსიკაში, სადაც ბევრი ადამიანი, ვინც მექსიკის გავლით  შეერთებულ შტატებში მოხვედრას ცდილობს, მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით  სარგებლობს.

ხშირად მძღოლებს  თავიანთი ავტოტრანსპორტით დასაშვებზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში