ნიუ-იორკში ოჯახში ძალადობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

04 დეკემბერი 2023, 10:03 283 ნახვა

ნიუ-იორკის  ქუინსის რაიონში სასტიკი მკვლელობა მოხდა.  დანით შეიარაღებულმა კაცმა სიცოცხლეს გამოასალმა მისი ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის ორი შვილი, სანამ პოლიცია მის ლიკვიდაციას მოახდენდა. ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, მომხდარის შესახებ პოლიციას გოგონამ შეატყობინა. 

პოლიციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილმა, 38 წლის კორტნი გორდონმა დანით ჭრილობები მიაყენა  შემთხვევის ადგილზე მისულ  ორ პოლიციელს.

პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა ის ადგილზე  მოკლა.

ეჭვმიტანილი ადრე ოჯახში ძალადობის ფაქტზე იყო დაკავებული. დაშავებული ორი ოფიცერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში