კანადაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად დაეცა

17 იანვარი 2024, 11:13 489 ნახვა

პოლარულმა მორევმა, რომელიც პოლუსების გარშემო მოძრავი ცივი ქარია, კანადის ზოგიერთ ნაწილში რეკორდული ყინვა გამოიწვია.

ადგილობრივების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზე დაფიქსირებულია კანადის ქალაქ ალბერტაში ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის პირობებში წამებში მთლიანად გაყინული ყოველდღიური ნივთები, როგორიცაა ჰიგიენური საშუალება, კვერცხი, მაკარონი და ცხელი წყალი. 

კანადის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ქალაქ ალბერტის ჩრდილოეთ ნაწილში ექსტრემალურად ცივი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში