ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელმა ირანის ბირთვული ობიექტები უნდა დაბომბოს

05 ოქტომბერი 2024, 11:12 283 ნახვა

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელმა ირანის სარაკეტო იერიშის საპასუხოდ თეირანის ბირთვული ობიექტები უნდა დაბომბოს. ამის შესახებ, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ტრამპი აცხადებს, იგი არ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიციას, რომლის თანახმადაც ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში არ უნდა მიიტანოს.

„ბაიდენს ჰკითხეს: „რას ფიქრობთ ირანზე? დაარტყამდით ირანს?“. მან უპასუხა: „მთავარია რომ ისრაელმა ბირთვულ ობიექტებს არ დაარტყას“. მე ვამბობ, რომ ის ცდება“, - განაცხადა ტრამპა CNN-თან.

ამერიკული მედიის ცნობით, ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელი საბოლოო ჯამში გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მის უფლებას საპასუხო დარტყმაზე არ შებღალავს და ამავდროულად, არ მოხდება ისეთი რამ, რაც შესაძლოა რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის მიზეზი გახდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში