პოდიუმზე სიგამხდრე აიკრძალა

06 მაისი 2017, 00:00 2149 ნახვა

საფრანგეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ძალიან გამხდარი მოდელების დასაქმებას კრძალავს. სამოდელო ბიზნესში მუშაობის მსურველების სხეულის წონის ინდექსი ნორმის ფარგლებში  უნდა იყოს და თანაც ეს ექიმის მიერ უნდა იყოს დადასტურებული.  

კანონის თანახმად, პირველი ოქტომბრიდან ფოტოებს, სადაც მოდელების გარეგნობა რეალობას არ შეესაბამება და გრაფიკულად არის დამუშავებული, თან უნდა ახლდეს მითითება, რომ ფოტოები დამუშავებულია.

დამსაქმებლებს, რომლებიც დაარღვევენ აღნიშნულ კანონს, 75 ათასი ევროს ჯარიმა და ნახევარწლიანი პატიმრობა შეეფარდება. საფრანგეთი არ არის პირველი ქვეყანა, სადაც ამას კანონი კრძალავს. იგივე შეზღუდვა მოქმედებს იტალიაში, ესპანეთსა და ისრაელში.

ამავე კატეგორიაში