კაია კალასის განცხადება

20 ნოემბერი 2025, 13:45 291 ნახვა

უკრაინაში ომის დასრულების ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად უკრაინელებისა და ევროპელების მხარდაჭერა იქნება საჭირო - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა განაცხადა.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ უკრაინელ ხალხს არ სურს რაიმე სახის კაპიტულაცია. უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმა, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რომლის მომზადებაში კიევს მონაწილეობა არ მიუღია, კიევს ტერიტორიებისა და სხვა დათმობებზე წასვლას სთავაზობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში