ყაზახი ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალზე რეპორტაჟებს  ამზადებენ

06 ივლისი 2019, 12:10 1115 ნახვა

ყაზახი ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალზე სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. მედიატურის ფარგლებში ისინი რეგიონში მოგზაურობენ და  აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. მათ უკვე მოინახულეს ბათუმის   ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე და ღვინის მარნები ქედაში. ყაზახეთი აჭარისთვის მნიშვნელოვანი სამიზნე  ტურისტული ბაზარია. 

მზარდია   ყაზახეთიდან განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა . აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების რეკლამირების მიზნით წელს 25 პრეს - ინფოტურს უმასპინძლა და წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 40-მდე გაიზრდება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში