ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ ადასტურებს

01 მარტი 2021, 15:12 245 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მიდის.

როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის კონსტრუქციული ურთიერთობაა და არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

„ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დილით პრემიერთან გვქონდა შეხვედრა იმისთვის, რომ დავგეგმოთ და გავიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი ვაქცინების შემოტანის და ვაქცინაციის პროგრამის აქსელერაციისთვის. რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ამირან გამყრელიძესთან მიმართებაში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში