სარაკეტო თავდასხმა ქაბულის აეროპორტში

30 აგვისტო 2021, 09:42 649 ნახვა

სარაკეტო თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე. ინფორმაციას   მედიასაშუალებები თვითმხილველებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აეროპორტის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს, თუმცა ანტისარაკეტო სისტემამ მათი მოგერიება შეძლო. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

თეთრი სახლის განცხადებით, ევაკუაციის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. 

Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე აშშ-ს ძალებმა 114 ათას 400-მდე ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, უცხო ქვეყნისა და რისკის ქვეშ მყოფი ავღანეთის მოქალაქეები. ევაკუაციის პროცესის ბოლო ვადა 31 აგვისტოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში