ვითარება ავღანეთში ისევ დაძაბულია

04 სექტემბერი 2021, 12:25 890 ნახვა

"თალიბანმა" ქაბულის ჩრდილოეთით არსებული პანჯშირის პროვინციის დაკავება შეძლო - ინფორმაციას თალიბანის მებრძოლები ავრცელებენ. დაჯგუფების წევრები პროვინციის აღებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ."თალიბანის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად , "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ პროვინციას ისევ მისი მებრძოლები აკონტროლებენ. ამასობაში, ყატარი "თალიბებთან" ავღანეთში საჭირო დახმარების შესატანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე მუშაობს. "თალიბანთან" სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობისთვის მზად არის ამერიკის შეერთებული შტატები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში