ლავროვი ვაშინგტონის პასუხით უკმაყოფილოა

27 იანვარი 2022, 18:22 946 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა მოსკოვის ყველაზე მთავარ  კითხვას-  ნატო-ს აღმოსავლეთით არ გაფართოების შესახებ-აცხადებს რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.   მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-ის წერილობითი პასუხის შინაარსი იძლევა მნიშვნელოვანი საუბრის საშუალებას, ოღონდ მეორეხარისხოვან თემებზე. აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებზე  წერილობითი პასუხი გაუგზავნა. რუსულ მხარეს დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმა   გადასცა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა,   რომ   აშშ-ი   ნატო-ს   ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში