კიევში კვლავ სირენების ხმა ისმის - ბოლო ცნობები უკრაინიდან

27 თებერვალი 2022, 13:44 1072 ნახვა

უკრაინა მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. დედაქალაქში კვლავ სირენების ხმა ისმის და ოკუპანტებისგან ახალი შემოტევის მოლოდინშია. რუსეთის მესამე მცდელობა, რომ ღამით კიევი დაეკავებინა, ამაო აღმოჩნდა, თუმცა ისინი ახლა დედაალაქის გარშემო ძალების მობილიზებას განაგრძობენ.

ოკუპანტები ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობასაც. დილით კიევის ოლქში, ქალაქ ბუჭაში აგრესორებმა მრავალსართულიან სახლს ჭურვი ესროლეს. დაშავებულებისა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ბელარუსის ტერიტორიიდან გაისროლეს.

იმ ფონზე, რომ დიდი ქალაქების დაკავება არ გამოსდით, ოკუპანტების მთავარ ტაქტიკას - პატარა ქალაქების, სოფლებისა და  დამაკავშიებელი საავტომობილო გზების ბლოკირება წარმოადგენს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში