რუსეთში 4 მარტს საომარი მდგომარეობა გამოცხადდება - უკრაინის დაზვერვა

03 მარტი 2022, 18:58 2875 ნახვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში საომარი მდგომარეობა 4 მარტს გამოცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვნი ავრცელებს.

„ეს არის ჩვენი დაზვერვის მონაცემები, რომ 4 მარტიდან რუსეთის ფედერაციამ ნამდვილად უნდა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა თავის ქვეყანაში. მინდა ვნახო, როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს, სადაც კიდევ ბევრი ინტელექტუალია, ვისაც ესმის, რა ხდება რუსეთის ფედერაციაში.

დღეს პუტინს არ აქვს საკმარისი ქვემეხი, ამიტომ შეუძლია წაიყვანოს ის ბავშვები, რომლებსაც გამოიძახებს ჯარში, რათა „ხორცსაკეპ მანქანაში“ მოხვდნენ. არ მესმის, რატომ აკეთებს ამას“, - განაცხადა დანილოვმა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 24 თებერვალს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც რუსეთის უკრაინაში შეიჭრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში