ევროპის უმსხვილესი ტუროპერატორის მოთხოვნა

26 აპრილი 2022, 14:16 929 ნახვა

ევროკავშირის უმსხვილესმა ტუროპერატორმა თურქულ სასტუმროებს რუსების დაბინავება აუკრძალა. უმსხვილესი ევროპული ტუროპერატორის “ტუის” თურქულმა ფილიალმა თურქეთის სასტუმროებში წერილი გაგზავნა  მოთხოვნით  გამოასახლონ  რუსი ტურისტები, ხოლო მიმდინარე  ჯავშნები გააუქმონ. 

კომპანიაში განმარტეს, რომ ასეთი მოთხოვნა ბალტიისპირეთის ქვეყნების ტუროპერატორებისგან მიიღეს, რომლებიც  ტუი  ტანტურთან თანამშრომლობენ.  ისინი აცხადებენ, რომ  რუსები არ უნდა იყვნენ იმ სასტუმროებში, სადაც მათ კლიენტებს განათავსებენ. 

შესაბამისი წერილი  უკვე მიიღეს თურქეთის სასტუმროებში.  წერილშია აღნიშნულია, რომ  მოთხოვნა 31 მაისამდე მოქმედებს. 

უმსხვილესი ევროპული ტუროპერატორი ტუი  გრუპი 2014 წელს შეიქმნა.  კომპანია წელიწადში 20 მილიონ ადამიანს ემსახურება, რომლებსაც მსოფლიოს 180 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში