„აზოვის“ ბატალიონის რამდენიმე მეთაური, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

20 ივნისი 2022, 10:16 830 ნახვა

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს  ინფორმაციას, რომ უკრაინის „აზოვის“ ბატალიონის რამდენიმე მეთაური, რომელიც მარიუპოლში ჩაბარდა, მოსკოვის ლეფორტოვოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მანამდე არსებული ინფორმაციით, „აზოვის“ ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინსკი, რომლებიც მარიუპოლში ჩაბარდნენ, რუსეთში „გამოძიების მიზნით“ გადაიყვანეს.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში