23 მარტი 2017, 20:00 9157 ნახვა

დღეს მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე აღინიშნება. თანამედროვე მსოფლიოში ტუბერკულოზი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე აჭარის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური დასი თურქეთში საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება, სადაც წარადგენს სპექტაკლს „პეპი გრძელი წინდა“. რუბრიკა „არტ-რადარი“ ს სტუმრები იყვნენ აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე, მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის განყოფილების კოორდინატორი ანა ირემაძე და თეატრალური დასის წევრი ნაბრი მიქელაძე. 25 მარტს, 14 საათზე ბათუმის ბოტანიკური ბაღი კამელიების გამოფენაზე გეპატიჟებათ. ამ ზღაპრული სანახაობის შესახებ დღევანდელი , 24 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ჩვენი სტუდიის სტუმრებმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მარკეტინგის განყოფილების უფროსმა ანინა დევაძემ და ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის უფროსმა ჯულიეტა ჯაყელმა ისაუბრეს.