29 მარტი 2018, 20:00 6088 ნახვა

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი ეთერ ჭელიძე 1 აპრილს, ბათუმის საოცრებათა პარკში, ალი და ნინოს სკულპტურასთან 12 საათზე, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“-ს ორგანიზებით გაიხსნება თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი -2018. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ასოციაცია „ფორეჯი“-ს გამგეობის თავმჯდომარე სოფო დიასამიძე. . ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის საღამოზე გიწვევთ. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორკესტრის დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი და საღამოს მონაწილეები -მარიზა აფხაზავა და თათული ნიშნიანიძე (პროფესორ ირინა ხერჟის კლასი)