20 მარტი 2018, 20:00 6052 ნახვა

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი -გურამ საღაეაძე დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ეს დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. რაც შეეხება თარიღის შერჩევას. ის პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომელსაც თავდაპირველად „საქართველოს გაზეთი“ შემდეგ კი „ქართული გაზეთი“ ეწოდებოდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს გამოიცა, ახალი სტილით კი 21 მარტს. სტუმრები გაზეთ „აჭარის ‘ მთავარი რედაქტორი მარინა მითაიშვილი, ჟურნალისტები მანანა ტაკიძე და ნინო ცხვარაძე . გაზეთი „აჭარა“ 18 მარტს 97 წლის გახდა.