02 აპრილი 2018, 20:00 6088 ნახვა

რუბრიკები - ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, დღის კალენდარი,"სპორტის სიახლ;ეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. ოქროს ფონდი - არჩილ სულაკაური ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი თბილისში, ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლის წარმატება და ახალი მოლოდინები. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლის დირექტორი ირმა მსხალაძე , კლასიკური ცეკვის პედაგოგი ნატალია მარტიროსიანი და კონკურსის მონაწილე ნინი ურუშაძე . დღეს მობილური ტელეფონის დაბადების დღეა, ძალიან საინტერესო მოწყობილობის, რომელსაც გარდა სატელეფონო ფუნქციისა, მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს. 1983-წლიდან 2014 წლამდე, მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა. პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და აქედან გამომდინარე ამ მოწყობილობისადმი მიჯაჭვულობამაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ადამიანების ამ თვისების ფსიქოლოგიურ კანონზომირებაზე ვისაუბრეთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ბერიძე.