01 მაისი 2017, 20:00 7955 ნახვა

დღეს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება საფორტეპიანო კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დღევანდელი, 2 მაისის გადაცემის "დილა 104-სა და 5-ზე" ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმრები იყვნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონოური ორკესტრის დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლე თამარ მექვაბიშვილი (პედაგოგი ირინა ხერჟი), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები თამაზ მჟავანაძე და ეთუნა დუმბაძე.