07 დეკემბერი 2017, 20:00 8900 ნახვა

1 რუბრიკა "ოქროს ფონდი"--- ნოდარ დუმბაძე ჩანაწერი გაკეთებულია ბათუმში გამართულ ლიტერატურულ შეხვედრაზე 1976 წელს. . 2 დღეს სასტუმრო „რადისონში“ ნასას ასტრონავტ ჰაიდი ფაიფერთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ქალთა ლიდერობისა და მამაცობისთვის ჯილდო/სერთიფიკატი გადაეცემა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტ ლუსინე თამარიანს. ის ერთადერთი გოგონაა ბათუმის საზღვაო აკადემიაში, რომელიც საზღვაო ნავიგაციას სწავლობს. , გადაცემის სტუმარი -ლუსინე თამარიანი 3 . დღეს, 16 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყობა.. ჩვენება ხორციელდება პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ფარგლებში ევროკავშირისა და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.სამივე ფილმის საერთო თემა ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობაა. სტუმრები - პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ხელმძღვანელი ხათუნა იოსელიანი და პროექტის კოორდინატორი ნინო კიკნაველიძე 4 რუბრიკა „აღმოაჩინე აჭარა“ სატელეფონო ჩართვა - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე. ტურის თემა -კურორტი გოდერძი.