12 დეკემბერი 2017, 20:00 9199 ნახვა

1 რუბრიკა „ოქროს ფონდი“- გამოჩენილი ქართველი პოეტი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იოსებ ნონეშვილი. ბატონი იოსები რადიო „აჭარის“ ხშირი სტუმარი იყო, ჩანაწერი გაკეთებულია 1971 წელს . 2 ჭადრაკის ქართულმა სამჭედლომ ბევრი ძლიერი მოჭადრაკე გამოიყვანა საჭადრაკო ასპარეზზე. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ნორჩი თაობა ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო საკმაოდ პერსპექტიული ბათუმელი ნორჩი მოჭადრაკე კესარია მგელაძე. რომელმაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშებაში პირველი ადგილი მოიპოვა. კესარიასთან ერთად ჩვენი სტუმრები იყვნენ ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას 'დირექტორი გიორგი ჭანტურია და კლუბის მენეჯერი და მწვრთვნელი მარიკა ჯაფარიძე 3 დღეს ქედაში პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება, სატელეფონო ჩართვა - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე