17 დეკემბერი 2017, 20:00 9338 ნახვა

1. რუბრიკა „ოქროს ფონდი“- კომპოზიტორი და მომღერალი ეთერ ჭელიძე , შემოქმედი, რომლისთვისაც ბათუმი სიცოცხლის ბოლომდე შთაგონების წყაროდ დარჩა. რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი ეთერ ჭელიძის ხმის არაერთ ჩანაწერს ინახავს. 2სწავლა წარმატებისთვის ---სტუმრები -ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ნინო მაჭარაშვილი- ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის IV კურსზეა და დავით ბაკურაძე, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ნინომ და დავითმა ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს. „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ქვეპროგრამას ბათუმის მერია ახორციელებს. 3 სპორტული სიახლეებით სპორტული ჟურნალისტი ლევან დევაძე. სატელეფონო ჩართვა- აჭარის რაგბის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზვიად უნგიაძე