07 იანვარი 2018, 20:00 8990 ნახვა

ახალი ამბები, რუბრიკა "ამინდი კობა ფარტენაძესთან ერთად", რუბრიკა "სპორტი ლევან დევაძესთან ერთად", დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, დღის კალენდარი-დღეს გოგლა ლეონიძის დაბადების დღეა, ინტერნეტ სიახლეები, მუსიკალური რეკომენდაციები აჭარის ტელევიზიის გადაცემა "უცხო სუნელის" წამყვან ალეკო თხილაიშვილისგან, საფეხბურთო სკოლა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ბათუმის სპორტულ ცენტრში-ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმრები იყვნენ ბათუმის სპორტული ცენტრის სპორტული კოორდინატორი ჯაბა ჭანტურია და ფეხბურთის კოორდინატორი ზაურ კეკელიძე, „ორიგინალური ნაძვის ხე“--ასე ეწოდება 2018 წლის პირველ გამოფენას ქობულეთის მუზეუმის პერიოდული გამოფენების დარბაზში. გამოფენაზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ 2017 წლის 31 დეკემბერს, ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრები. სატელეფონო ჩართვა - ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე .