23 იანვარი 2018, 20:00 8820 ნახვა

პროექტი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტს „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო "ასოციაცია მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ფარგლებში ახორციელებს -საქართველოში აკადემიის მიერ საკონკურსო შერჩევის საფუძველზე შექმნილი პირველი ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის საზეიმო მარათონი მიმდინარეობს. ახალგაზრდულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ორი საპრეზენტაციო კონცერტი უკვე გამართა, რუსთავსა და ქუთაისში. დღეს კი ბათუმელი მსმენელის წინაშე წარსდგება. დღევანდელი გადაცემის სტუმარი- „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის “ დამფუძნებელი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი შორენა ცინცაბაძე, ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა პირველი ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი გიორგი რევიშვილი.