04 მარტი 2018, 20:00 9093 ნახვა

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხალხური მეთოდები- სოფო შაიშმელაშვილის სიუჟეტი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ვორქშოფი „ბათუმის ერთი დღე ‘ მიმდინარეობს. პროექტში, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება,მონაწილეობენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები , ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის ხელმძღვანელები თბილისიდან , საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახემლწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ოთარ ლითანიშვილი და დავით ჯანელიძე . მსოფლიოში აღიარებული პოლონელი კინოდოკუმენტალისტი მიროსლავ დემბინსკი და თარჯიმანი ლელა პაპუაშვილი. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კვარტეტი "ნოტა' წელს იუბილარია. ეს წელი მისთვის ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ჯერ იყო გასტროლი იტალიაში, პეზაროში, მონაწილეობა ჯოაკინო როსინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალში, შემდეგ თურქეთი, სამსუნი. დღევანდელი, 5 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ამ შთაბეჭდილებებზე, 10 წლის იუბილესათვის სამზადისზე ვისაუბრეთ და ახალი სიმღერაც მოვისმინეთ. კვარტეტი "ნოტა" სრული შემდგენლობით იყო ჩვენთან სტუდიაში. ნინო ფაღავა, ნათია ცენტერაძე, ლელა დოლიძე და შოველი გუგეშაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები.