08 მარტი 2018, 20:00 8547 ნახვა

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი -ვასო გოძიაშვილი დღეს დიჯეების მსოფლიო დღეა-მარია მჟავანაძის სიუჟეტი 3-10 მარტს, გენდერის მედიაცენტრის ინიციატივითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდაჭერით, მაუწყებელში "ქალთა კვირეული" ტარდება, დღეს, 17 საათზე კი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართება თემაზე " რა სახის გადაცემების ნახვა ან მოსმენა სურთ ქალებს". გადაცემის სტუმარი - გენდერის მედიაცენტრის დირექტორი, ჟურნალისტი თამილა დოლიძე. ბათუმის ბოტანიკური ბაღი კვირას, 11 მარტს კამელიების გამოფენაზე გეპატიჟებათ. გადაცემის სტუმრები -ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის უფროსი ჯულიეტა ჯაყელი და კამელიების კოლექციის კურატორი ბულბული ბოლქვაძე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ხვალ, 10 მარტს პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „თოვლია“ . გადაცემის სტუმრები -სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დავით მაცხონაშვილი და მსახიობი ვანო მაღლაკელიძე