კალიფორნიაში ანომალური ზამთარია

20 მარტი 2023, 10:48 436 ნახვა

კალიფორნიის სიერასა  და ტაჰოს ტბის მიმდებარე   ტერიტორიაზე დიდთოვლობაა. ბოლო თვეების განმავლობაში კალიფორნიის რამდენიმე რაიონზე ზამთრის არანორმალურმა ამინდებმა იმოქმედა.

ტაჰოს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თოვლის საფარმა 2,5 მეტრი შეადგინა. თოვლმა მთლიანად  დაფარა სახლები, ავტომობილები და გზები.

თოვლის სიმძიმის გამო დაზიანდა რამდენიმე შენობა. ადგილობრივების თქმით,  მარტში თოვლის  დნობას და ადგილობრივი მდინარეების ადიდებას ელოდებიან, წელს კი განსხვავებული სურათი აქვთ. 

მეტეოროლოგების განცხადებით, ეს ზამთარი კალიფორნიაში სტიქიური მოვლენებით გამოირჩეოდა.  ძლიერი წვიმის შედეგად კალიფორნიის სან ხოაკინის ველი ნაწილობრივ დაიტბორა.

ოლქის შერიფის განკარგულებით, მდინარე სან ხოაკინის მიმდებარე  ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება. ატმოსფერულმა მდინარემ  კოკისპირული წვიმები გამოიწვია კალიფორნიის ამ ოლქში, სტიქიის გამო გაითიშა  ელექტროენერგია და ჩაიკეტა  გზები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში