სარკინიგზო ავარია ნიდერლანდებში

04 აპრილი 2023, 10:49 485 ნახვა

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, რამდენიმე მძიმედ სარკინიგზო ავარიის შედეგად ნიდერლანდებში.

სამგზავრო მატარებელი, რომელსაც დაახლოებით 50 ადამიანი გადაჰყავდა, რელსებიდან გადავიდა მას შემდეგ, რაც ლიანდაგზე სამშენებლო ტექნიკას დაეჯახა. 

ინციდენტი ჰააგასთან ახლოს  სოფელ ვოორშოტენში  დაახლოებით 03:25 საათზე მოხდა. 19 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში