ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მატულობს

11 სექტემბერი 2020, 18:33 1027 ნახვა

ევროპის ქვეყნებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის რეკორდული რაოდენობა 9 ათას 843 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო ხუთი დღეა, ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ის 2 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.

ინგლისი ახალი შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადება. ესპანეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირების შემთხვევებით პირველ ადგილზე აშშ-ია, მეორეზე კი ინდოეთი.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსი 28 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 900 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი