ვატიკანში ერთ-ერთი კარდინალი კოვიდ-19-ით დაავადდა

16 სექტემბერი 2021, 15:30 256 ნახვა

რომის პაპის ფრანცისკეს განცხადებით, ვატიკანში ერთ-ერთი კარდინალი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიოდა,  ამ დაავადებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. პონტიფიკოსმა არ გაამჟღავნა კოვიდინფიცირებული   სასულიერო პირის ვინაობა. მისი თქმით,  ადამიანებს ეშინიათ  აცრის იმის მიუხედავად, რომ ეკლესიამ ისტორიაში არაერთხელ მიმართა ვაქცინაციას.  მანამდე რომის პაპმა კორონავირუსისა და  მისგან გამოწვეული ფინანსური სიტუაციის გამწვავების გამო ვატიკანისა  და სხვა საეკლესიო სტრუქტურების მსახურებს ანაზღაურება შეუმცირათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი